Сообщения

Сообщения за май, 2017

დღე მეექვსე

მეექვსე დღე კვლავ დატვირთული იყო ახალი ინფორმაციებით.ვიმუშავეთ წყვილებში. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი პორტფოლიოს ირგვლივ.აღსანიშნავია მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა და სტრატეგიების განხილვა.განსაკუთრებით სახალისო და საინტერესოა გუგლი დისკზე ატვირთვა და შემდეგ მასალების ბლოგზე გადატანა.მივიღეთ ინსტრუქციები მოსწავლის პრეზენტაციის შესახებ.ეს აუცილებლად გამოგვადგება პროექტზე მუშაობისას. მოცემული პრეზენტაციის ნიმუშები დიდ დახმარებას გამიწევს,.რომ მოსწავლეებს დავეხმარო კარგი პრეზენტაციის შექმნაში. გმადლობთ.პატივისცემით მანანი ამუზაშვილი.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღე

მეხუთე დღეს განვიხილეთ ტექნოლოგიების გამოყენება,  ინტერნეტ კავშირი მსოფლიოში,ინტერნეტ რესურსების ნახვა,ინტერნეტ რესურსის მოძიება და გამოყენება.გავეცანით საავტორო უფლებების პროდუქტს, ვიმუშავეთ  ინფორმაციის გადამოწმების საიტზე.,ვისწავლეთ ფონოგრამის ჩაწერა.განვიხილეთ მოსწავლისთვის მიცემული უკუკავშირის სტრატეგია,რომელიც ძალიან სასარგებლო და გამოსადეგარია კლასში მუშაობისთვის. მოსწავლეებისთვის მიცემული უკუკავშირის დროს აუცილებლად გამოვიყენებ ამ სტრატეგიას.მადლობა დახმარებისთვის.

დღე მეოთხე

მეოთხე დღეს შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. რომელიც ჩემი პროექტისთვის ასე ჩამოვაყალიბე. ზოგადი შეკითხვა:  რატომ გვჭირდება მცენარე? თემატური კითხვა:როგორ შევაგროვოთ ინფორმაცია სოფელში მზარდ მცენარეზე?                                    განსხვავდებიან მცენარეები ერთმანეთისგან?                                  შინაარსობლივი კითხვები:რაში  შეგვიძლია მცენარეების გამოყენება?                                                   მცენარის რომელი ნაწილია გამოსაყენებელი?                                                    იყენებენ თუ არა მათ ოჯახში მცენარეებს?                                                   მივიღეთ მეწყვილისგან უკუკავშირი.განვიხილეთ პროექტზე დაფუძვნებული სწავლების შეფასება. შეფასების 5 სტრატეგიის მიხედვით პროექტის ეტაპების შესაბამისად შევიმუშავეთ მეთოდები და ინსტრუმენტები.ვისწავლეთ პორტფოლიოს შედგენა და შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე,დაწყებულ პროექტზე მივიღე ტრენერისგან უკუკავშირი.

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დატვირთული იყო საიტერესო აქტივობებით.ვიმუშავეთ მოდული.2-ზე სასწავლო პროექტის დაგეგმვა.ესგ მიხედვით განვიხილეთ სტანდარტები პროექტის თემისაა და კლასის გათვალისწინებით.ვიმსჯელეთ სასწავლო ამოცანების დასახვაზე სხვადასხვა პროექტისთვის.განსაკუთრებით საჭიროდ და სასარგებლოდ მინაჩნია მინართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე გაწეული რეკომენდაცია,რომელიც აუცილებლად გამომადგება ჩემი პროექტის შედგენისას. კმაყოფილი დავრჩი წყვილებში შესრულებული აქტივობით,სადაც ვიმუშავეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვების ჩამოყალიბებაზე. ტრენინგის მასალები დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბების განხორციელებაში. მადლობა გაწეული დახმარებისთვის.

დღე მეორე

ტრენინგის მეორე დღეს მე ვისწავლე ბლოგის შექმნა.წერილის დაწერა და გამოქვეყნება.მინდა ვისწავლო მასალების ატვირთვა ბლოგში და სათანადო დიზაინით გაფორმება.ასევე გავერკვიე ბუკლეტის შექმნასა და მისი გამოყენების მიზანში.ასეთი შეტყობინება უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს მშობლებში და მათი ჩართულობის ხარისხს აამაღლებს.გავეცანი პროექტის სახეებს,განვიხილეთ წყვილებში და ვიმსჯელეთ მათზე. ვიმუშავე პროექტის გეგმასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.ტრენინგის ფარგლებში მუშაობა ძალიან საინტერესოა . ჩემს პროექტზე მუშობისას გამოვიყენებ ყველა ეტაპს, რომ პროექტი  სრულყოფილად დავგეგმო და განვახორციელო პროექტში დასახული მიზნები.ვფიქრობ, ,ბუკლეტები შევქმნა სხვადასხვა მიზნით. მაგალითად: მშობელთა კრებაზე მოსაწვევად,თანამშრომლებისთვის იფორმაციის მისაწოდებლად. მადლობა ტრენერს,დიმიტრი პოპოვს,რომელსაც საინტერესოდ  მიჰყავს ტრენინგი.   პატივისცემით  მანანი ამუზაშვილი.